მეწარმე ქალთა გაძლიერება ბოლნისში
16/02/2024 0 ნახვა

საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის თვალწარმტაცი ბუნების ფონზე, ბოლნისი გამოირჩევა თავისი მულტიკულტურული თემით და მოქალაქეებით, განსაკუთრებით კი მისი შთამაგონებელი ქალებით. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, მათ შორის პიროვნული უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ენობრივი ბარიერები, ჯანდაცვაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და გავრცელებული ადრეული ქორწინებები, ბოლნისელი ქალები ლახავენ მათ წინაშე არსებულ მრავალ დაბრკოლებებს და მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში.

ზუსტად ამ ქალების მხარდასაჭერად CARE Caucasus-მა შექმნა ბოლნისის ქალ მეწარმეთა კლუბი, პროგრამის „მისი ძალა, მისი მომავალის" ფარგლებში. კლუბი აძლევს ქალებს სივრცესა და ადგილს შეიკრიბონ, განიხილონ თავიანთი ბიზნესესბი, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, გაიარონ პიროვნული განვითარებისა და ქოუჩინგის სესიები და დაესწრონ სემინარებს ბიზნესის მენეჯმენტისა და გრანტების დაწერის შესახებ. ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის წევრი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბოლნისის საზოგადოებაზე, არის თინა დადვანი. იგი არის პირველი და ერთადერთი ფიტნეს ცენტრის მფლობელი ბოლნისში. 

„ერთ დღეს შვილთან ერთად პარკში ვსეირნობდი, სკამზე ჩამოვსხედით, და როდესაც მიმოვიხედედავინახე ის სამწუხარო რეალობა რომელიც გვქონდა ბოლნისში. პარკი სავსე იყო ახალგაზრდებით, მათიუმეტესობა კი არასრულწლოვანი... ისინი ეწეოდნენ პარკში უაზროდ დარბოდნენ და რაღაცებს აფუჭებდნენ ან უბრალოდ არაპროდუქტიულად გაჰყავდათ დრო. მაშინ მივხვდი რომ ახალგაზრდებსშემოქმედებითი ადგილები არ ქონდათ, ისინი ან უნდა მჯდარიყვნენ პარკში ან სახლში. მაშინ გადავწყვიტე შემეცვალა ეს რეალობა და შემექმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც ბოლნისის ახალგაზრდები იქნებოდნენჯანმრთელები და პროდუქტიულები!" - ამბობს თინა. 

როგორც საზოგადოების აქტიური წევრი, თინა მუშაობს რეგიონისთვის სპეციფიკური პრობლემატიკის მოგვარებაზე და ხელს უწყობს რეგიონის ფინანსურ სტაბილურობას. მისთვის ქალ მეწარმეთა კლუბში ჩართულობა ტრანსფორმაციული აღმოჩნდა, რამაც წარმატებამდე მიიყვანა. თინამ CARE Caucasus-ის პროგრამა „მისი ძალა, მისი მომავლის"  ფარგლებში მოიპოვა გრანტი, რაც მას საშუალებას აძლევს გააფართოოს თავისი ბიზნესი და გააუმჯობესოს სპორტდარბაზში შეთავაზებული სერვისების ხარისხი. გარდა ამისა, კლუბის აქტივობებმა დიდი როლი ითამაშა თინას ბიზნეს გადაწყვეტილებებში „კლუბში ერთ-ერთ ტრენინგზე დასწრების შემდეგ, შთაგონებული ვიყავი. გადავწყვიტე გამეფართოებინა ჩემი სპორტული დარბაზი სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ასე რომ, დავიწყე რებრენდინგის პროცესი; მინდა, რომ სპორტული დარბაზი თავისი სახელით იყოს ცნობილი!" - აცხადებს თინა.

თინას ოცნებაა არა მხოლოდ სპორტული დარბაზის ფრენჩაიზია, არამედ სხვა ბიზნესის გახსნა, რომელიც ორიენტირებულია ყვავილების მოყვანასა და გაყიდვაზე, რაც კიდევ უფრო ასახავს მის სამეწარმეო სულისკვეთებას. ქალ მეწარმეთა კლუბში მონაწილეობით თინამ იპოვა მხარდაჭერა, ღირებული შესაძლებლობები და შთაგონება მიზნების მისაღწევად.

თინას ისტორია ადასტურებს ბოლნისში მცხოვრები ქალების გამძლეობას და პოტენციალს, რაც აჩვენებს, თუ როგორი ტრანსფორმაციის მოხდენა შეუძლია სამოქალაქო მხარდაჭერას და რეგიონულ გაძლიერებას.