COVID19 უარყოფითი გავლენის შემცირება მოსახლეობაზე
10/03/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი 2022 - ოქტომბერი 2022

პროექტის დონორი: ქეა ბრიტანეთი

პროექტის სამიზნე არეალი: ქვემო ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტის სოფლები

პროექტის სამიზნე ჯგუფი: სოფლად მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები, ხანდაზმულები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები


პროეექტის მიზანია კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, ვაქცინაციის მოცვის გაუმჯობესების, სამედიცინო პერსონალის covid19-ზე  ეფექტური რეაგირების შესაძლებლობების გაზრდითა და ყველაზე დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის გზით.

პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

COVID 19-ის პრევენციისა და ვაქცინაციის მხარდაჭერა - ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოებთან, პარტნიორებთან და მედიასთან ურთიერთობის ფარგლებში, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის კვალიფიციური ინფორმაციის გაზიარებას და გააუმჯობესებს ვაქცინაციის ხელმისაწვდომობას გეოგრაფიულად დაშორებულ რეგიონებში

შორეულ თემებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა - უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის ობიექტების და მისი პერსონალის მხარდაჭერას ვირუსისაგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა თუ სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგების გზით და მათი შესაძლებლობების გაზრდას COVID 19-ზე ეფექტური რეაგირებისათვის

ყველაზე დაუცველი ჯგუფებისათვის ჯანმრთელობისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა - COVID19-ის გავლენის შესამცირებლად, დაგეგმილია ქალებისა და გოგონების, ასევე სოციალურად დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის (მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები) შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გენდერულ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმების გაზიარება. კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება დახმარების პაკეტი (მედიკამენტები, ჯანდაცვის სერვისები და ა.შ)

 

მოსალოდნელი შედეგები:

- პროექტის შედეგად გაიზრდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ცნობიერება კოვიდ19-ის პრევენციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით

- გაიზრდება ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად დაშორებულ რეგიონებში

- გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მათი სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობები COVID 19-ზე ეფექტური რეაგირებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის კუთხით;

- რეგიონებში მცხოვრებ, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები და გოგონები მეტად ინფორმირებულნი გახდებიან COVID19-ით გამოწვეული უარყოფითი გავლენების, მათ შორის გენდერული ძალადობის საკითხბზე და ჯანდაცვის (სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა) სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ.