კოვიდ19-ით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შემცირება თემებზე
26/10/2021 0 ნახვა

 

 

 

 

დონორი: CARE ამერიკის კოვიდ19-ის კრიზისის საპასუხო ფონდი

ბიუჯეტი: 14, 000 აშშ დოლარი

დაყწების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2020 - 31 მარტი 2021

გეოგრაფიული არეალისამეგრელოს და კახეთის რეგიონები (საქართველო), სიუნიკის და შირაქის რეგიონები (სომხეთი)




პროექტის მიზანი იყო კოვიდ19- გამოწვეული ნეგატიური გავლენის შემცირება საქართველოსა და სომხეთში მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, განაკუთრებით ქალთა და  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ადგილობრივი სათემო ინიციატივების წახალისების საშუალებით.

პროექტის მიზნის მისაღწევად ქეა კავკასია თანამშრომლობდა ოთხ ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციასთან საქართველოსა და სომხეთში, რომლებმაც განახორციელეს სათემო ინიციატივები კოვიდ19-ის საპასუხოდ.


საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა)

ორგანიზაცია საგა"- პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიზნად ისახავდა COVID-19 პანდემიის გამო უსახსროდ და უსამსახუროდ დარჩენილი ქალების (განსაკუთრებით კი ადრეულ ასაკში დაქორწინებულთათვის) დასაქმების ახალი  შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას, კრიზისული სიტუაციების მართვის აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და რესურსებით აღჭურვის საშუალებით. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ქალებისა და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო-საინფორმაციო სივრცე, სადაც ქალებს საშუალება ექნებათ მიიღონ სამუშაოს ძიებისთვის საჭირო ინფორმაცია; პროექტის მონაწილე ქალებმა გაიარეს ტრენინგები რეზიუმეს შედგენის, პრეზენტაციის და კომუნიკაციების უნარების და მეწარმეობის შესახებ; პროექტის ფარგლებში მოეწყო ადვოკატირების შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შედეგად, სულ მცირე 10 ქალი მიიღებს პროფესიული სწავლებისთვის დაფინანსებას, რაც მათ მომავალ დასაქმებაში დაეხმარება

 

ასოციაცია ,,დეა"

საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა"- პროექტი მიზნად ისახავდა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. მიზნის მისაღწევად, პროექტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ სკოლებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან. პროექტმა ხელი შეუწყო სპეცმასწავლებლებისა და მშობლების უნარების გაუმჯობესებას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, დისტანციურ პლატფორმებში, დისტანციურ სწავლებასა და სასწავლო პროცესში მშობლების ეფექტურ ჩართულობაში. პროექტის ორგანიზებით ასევე გაიმართა კონფერენცია კოვიდ19 პანდემიის პერიოდში ინკლუზიური განათლების პროცესის წარმატებისა და გამოწვევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ მშობლები, პედაგოგები, სკოლებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

 

გორისის ქალთა რესურსების განვითარების ცენტრი

სომხეთში, გორისის ქალთა რესურს ცენტრმა გაანხორციელა პროექტი ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ". პროექტი მხარს უჭერდა იმ ქალებს, რომლებიც აღმოჩნდენ რთულ სიტუაციაში კოვიდ19-ის პანდემიისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად. პროექტი მათ დაეხმარა ახალი ცოდნის, უნარების და რესურსების შეძენაში, რათა ეწარმოებინათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მცირე მიწაზე თავიანთი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პროექტის ფარგლებში ქალებმა შეიძინეს ცოდნა, თუ როგორ მოუარონ და გაზარდონ მოსავლის ადგილობრივი ჯიშები. ქალებმა ასევე გაიარეს ტრენინგ კურსები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო და დამცავი ღონისძიებების, პანდემიით გამოწვეული სტრესის და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის მართვის, ქალთა უფლებებისა და გენდერული/ოჯახური ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ.

 

ორგანიზაცია ქალები განვითარებისთვის"

სომხეთში პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალები განვითარებისთვის". პროექტი გულისხმობდა ჩრდილოეთ შირაქის რეგიონის 8 სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებების განაწილებას და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას ქალთა ადგილობრივი ჯგუფის გადამზადებისა და გაძლიერების საშუალებით. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო 32 აქტიური ქალისგან შემდგარი ჯგუფი ჩრდილოეთ შირაქის 8 თემიდან, რომელთაც მხარდაჭერა აღმოუჩინეს 224 ოჯახს თავიანთი თემიდან. პროექტში ჩართულმა ოჯახებმა მიიღეს დამცავი და ჰიგიენური საშულებები და შესაბამისი ინსტრუქცია, თუ როგორ მართონ პანდემიით გამოწვეული სტრესი. ქალებმა ასევე ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც შეგროვდა 224 ოჯახის საჭიროებები და პრობლემები. გამოკითხვის და პროექტის შედეგები წარდგენილი იყო პროექტის შეამაჯამებელ შეხვედრაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და მომავალში მათი გამოყენება მოხდება სათემო განვითარების პროექტების დასაგეგემად.