საქართველოში მცხოვრები შშმ ქალებისთვის დასაქმების შესაძლებობების გაზრდა
26/10/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CZDA)


პარტნიორები: ქეა ჩეხეთი, ქეა საერთაშორისო კავკასიაში


ხანგრძლივობა:
 ივლისი 2015-დეკემბერი 2017


სფეროები: შშმ პირები; ქალთა გაძლიერება; სოციალური მეწარმეობა


გეოგრაფიული არეალი: სამტრედიის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტები


სამოქმედო ჯგუფი: სამტრედიაში, აბაშასა და სენაკში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები


მიზანი: პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების დასაქმებისა და შემოსავლის მომტანი საქმიანობების შესაძლებლობების გაზრდა 3 სამიზნე მუნიციპალიტეტში. რისთვისაც უნდა მოხდეს შშმ ქალების პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენა და სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში, შშმ ქალები და სხვა დაინტერესებულ მხარეები აიმაღლებენ ცოდნას სამიზნე ჯგუფის უფლებების და საჭიროებების თაობაზე, ბიზნესის და ორგანიზაციულ განვითარებაზე.

 


პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს გულისხმობდა:

 

-პროექტის საწყის ეტაპზე გამოვლენილი იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პრიორიტეტული საჭიროებები. აღნიშნულმა აქტივობამ ბენეფიციარების მოთხოვნილებებისა და პროექტში გამოსაყენებელი მიდგომების სრულ თანხვედრას შეუწყო ხელი.


-პროექტის მეორე ეტაპზე შემუშავდა კონკრეტული გეგმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების ქეას არსებულ პროგრამაში ჩასართავად-შემუშავდა კონკრეტული კრიტერიუმები ქეა საერთაშორისო კავკასიაში ბიზნეს მოდელზე დაყრდნობით


-მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური აქტორების გაძლიერების მიზნით, პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები არამხოლოდ შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ასევე ქალთა უფლებებზე.

 

-პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, უკეთესად დაიცვან და გამოიყენონ საკუთარი უფლებები პროექტის დასრულების შემდეგ. მიღებული ცოდნით ისინი შეძლებენ უკეთ წარმოაჩინონ თავი როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა და ასევე იყვნენ მაგალითი სხვა ქალებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში და საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან 60%-ზე მეტს შშმ ქალები წარმოადგენდნენ.


-პროექტის მთავარ სქემას, რომელიც თავისთავად უნიკალური შესაძლებლობაა არამხოლოდ შშმ ქალებისათვის, არამედ ადგილობრივი სოციალური საწარმოების გაძლიერებისთვის, თავის მხრივ, არსებითი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ქეამ დააფინანსა 5 ადგილობრივი სოციალური საწარმო, სადაც 30 შშმ ქალია დასაქმებული.

 

-პროექტის მონაწილე სოციალურ საწარმოებს მიეცათ განსაკუთრებული საშუალება, წარმოებაში დაენერგათ თანამედროვე ტექნოლოგიები და შეეძინათ ამისათვის საჭირო აღჭურვილობა, რასაც მათი ბიზნესისა და შემოსავლის საგრძნობი ზრდა მოჰყვა. შედეგად, შშმ ქალებს თვითრეალიზების შესაძლებლობა მიეცათ და გაძლიერდა მათი სოციალური უნარებიც, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.


-პროექტის მონაწილე ქალებს ჩაუტარდათ ტექნიკური ხასიათის გადამზადებაც ბიზნესის მართვის საკითხებში. მიღებული ცოდნის შედეგად მათ დამოუკიდებლად შეიმუშავეს ბიზნესის იდეები დაფინანსებისთვის


-პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების დასაქმების მიზნით ყოველწლიურად სამი სოციალური საწარმოების დაფინანსებას და სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს.

 

-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ძირითად სამიზნე ჯგუფებთან, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვინც მუშაობს აღნიშნულ პრობლემატიკაზე და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

 

 

საკვანძო სიტყვები: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები; სენაკი; აბაშა; სამტრედია