საკონსულტაციო მომსახურება

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში 1989 წლიდან არსებობს და საქართველოში 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ქეა გთავაზობთ განვითარების ახალ მოდელს, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან პირდაპირი თანამშრომლობით კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. ქეა კომპანიებს სთავაზობს CSR-ის ზრდას შიდა პოლიტიკის, პრაქტიკისა და ოპერაციების გაუმჯობესების და საგარეო დონეზე სამხრეთ კავკასიის სოციალურ საწარმოებში პირდაპირი ინვესტირების გზით. როგორც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანზაციას, ქეას გააჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მდიდარი რესურსები და მოხარული იქნება ითანამშრომლოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან.


გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვნება (GED)

 

გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული თანამედროვე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბიზნესისათვის. სამხრეთ კავკასიაში ქეას GED ინტეგრირების 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პროცესში ქეა მიმართავს კომპანიების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს. ქეა გთავაზობთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივ კონსულტანტებს, სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის სოლიდური პრაქტიკით.

 

სოფლის მეურნეობა

 

ქეა სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობს. ქეას გამოცდილება მოიცავს მცირე ფერმერებთან, საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან, გადამამუშავებელ კომპანიებთან და ბანკებთან თანამშრომლობას. ქეა გთავაზობთ მცირე ფერემერებისთვის რისკების შეფასების, პროდუქცის გაუმჯობესების, ოპერაციების კოორდინირებისა და ღირებულებები ჯაჭვის გაძლიერების საკითხებზე უმაღლესი სტანდარტის საკონსულტაციო მომსახურებას.

 


ორგანიზაციის პოტენციალი და რესურსები



არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარების სფეროში. სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქეა ორგანიზაციების ფინანსური და პროგრამული ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და სასწავლო მოდულებს გთავაზობთ.


სოციალური ინვესტიციები

 

ქეასთან თანამშრომლობა განვითარებას ორი მიმართულებით უწყობს ხელს: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 1)ორგანიზაციების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, და 2) სოციალურ საწარმოებში ინვესტორების გაუმჯობესებას. ქეა საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია ახორციელებს. შესაბამისად, საკონსულტაციო მომსახურებიდან მიღებული რესურსების ინვესტირებას უშუალოდ სოციალური საწარმოების პროგრამაში ახდენს, რომელიც თავის მხრივ მიმართულია სამხრეთ კავკასიაში სოციალური საწარმოების აღორძინებისა და გაძლიერებისკენ. ამრიგად, პროგრამაში ჩართული კომპანიები ახორციელებენ ინვესტირებას მათივე ოპერაციების გაძლიერებაში და აგრეთვე განვითარების სტიმულირებით ხელს უწყობენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

 

ჩამოტვირთეთ ბროშურა ქეას საკონსულტაციო მომსახურების შესახებ