შემოიტანე იდეა

 

 

გაგვიზიარეთ თქვენი იდეები, რომლსაც შეუძლია შეამცირონ უთანასწორობა სამხრეთ  კავკასიის რეგიონში. მოგვაწოდეთ იდეა და ქეას გუნდი დაგეხმარებათ ამ იდეების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების და ინვესტორების მოძიების პროცესში



როგორ იდეებს ეძებთ?


უპირველეს ყოვლისა, იდეა მიმართული უნდა იყოს სოციალური უთანასწორობის დაძლევაზე. იქნება კომერციული თუ არაკომერციული ხასიათის, ის ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან, მდგრად განვითარებაზე და ითვალისწინებდეს ქალების, ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი ადამიანების, ან კონფლიქტისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს


რა არის სოციალური უსამართლობა?


სოციალური უთანასწორობა გულისხმობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტრუქტურული თუ ფსიქოლოგიური ბარიერების გამო, ადამიანების  გარკვეულ ჯგუფების  შეზღუდულ წვდომას  შესაძლებლობებსა და  რესურსებზე. სოფლის მოსახლეობა სოციალურ უთანასწორობას შემდეგნაირად განმარტავს: „როცა  ერთს შეუძლია და მეორეს-არა, როცა ერთისთვის შეიძლება, და მეორესთვის -არა“. 

 

სოციალური უსამართლობის მაგალითებია უკიდურესი სიღარიბე, გენდერული  დისკრიმინაცია,  ადამიანის უფლებების დარღვევა, არასათანადო საცხოვრებელი  პირობები,  ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა,  დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით.

 

როგორ იდეას არ განიხილავთ?

 

იდეა არ უნდა შეიცავდეს  ზიანის მიყენების საფრთხეს (მათ შორის გარემოსთვის), არ უნდა უწყობდეს ხელს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას ან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას და არ უნდა იყოს კონფლიქტის მიზეზი.

 

რა ეტაპები უნდა გაიროს იდეამ დაფინანსებამდე?


იდეის მაძიებელი შერჩეულ იდეებს წარუდგენს ქეას. გარდა ამისა, ავტორს თავად შეუძლია გამოგვიგზავნოს იდეა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.



მას შემდეგ რაც ქეას გუნდი დაადასტურებს იდეის შესაბამისობას წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან ის გაივლის შერჩევის 2 ეტაპიან პროცედურას. პირველი ეტაპის შერჩევას აწარმოებს  ქეა მისი პარტნიორებთან და ექსპერტთა ჯგუფთან ერთად. ხოლო მეორე ეტაპზე ხდება იდეის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება და საბოლოო შერჩევა  გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ.



 

 

ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა, შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: geoideas@care.org


ან მოგვაწოდეთ ქეას ოფისში მისამართზე: ცაგარელის . N37, 0160, თბილისი.