სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD საქართველო)-თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის
05/12/2016 0 ნახვა






           


               



დონორი: ევროკომისია


პარტნიორები: რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);


ბიუჯეტი: 4 095 315 ევრო


ხანგრძლივობა: იანვარი 2014 - დეკემბერი 2017


დომენები: სოფლის მეურნეობის განვითარება, საბაზრო კავშირები, ქალთა გაძლიერება;


გეოგრაფიული არეალი: ხობი, აბაშა, სენაკი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ცაგერი;


სამოქმედო ჯგუფი: სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა, მცირე ფერმერები, ქალები;


მიზანი: სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში.


ჩვენი პროექტს ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული მიზანი გააჩნია: 1) გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ახალი, ფინანსურად მდგრადი კოოპერატივების დახმარებით, რის შედეგადაც 2) გაიზრდება სოფლის მაცხოვრებლების შემოსავალი და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები.


ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ 4 მიმართულებით ვმუშაობთ:


1) ხელს ვუწყობთ კოოპერატივების ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას: ჩვენ დავეხმარებით 60 კოოპერატივს (რომელიც დაახლოვებით 860 მცირე ფერმერს გააერთიანებს), რომ ჩამოაყალიბონ და დახვეწონ ბიზნეს გეგმები. ჩვენ კოოპერატივებს შემდეგი სახის დახმარებას გავუწევთ:


დავეხმარებით, რომ დახვეწონ ბიზნეს იდეები: ანალიზის შედეგად განვსაზღვრავთ, რამდენად რეალურია გეგმა, მოვხაზავთ იმ მომსახურების სფეროებს, რაც უკვე არსებობს ბაზარზე, ან რისი არსებობის საჭიროებაც არსებობს, ჩავუტარებთ ტრენინგებს და ა.შ;


გავუზიარებთ მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკურ ცოდნას: მაგალითად, ნიადაგის და წყლის მენეჯმენტი, კლიმატის შესაფერისი დათესვა/დარგვის მეთოდები და ა.შ.


პირობებს შევუქმნით, რომ ბიზნესი წარმატებით წარმართონ: მაგალოთად, შექმნან მმართველობის გამართული სისტემა, შეიძინონ ბიზნეს ანალიზის და მენეჯმენტის უნარები.


ასევე შევარჩევთ საუკეთესო 43 ფერმერთა გაერთიანებას, მათთვის გამოვყოფთ საშუალოდ 25 000 ევროს ოდენობის დაბრუნებად გრანტს და გავუწევთ ტექნიკურ დახმარებას.



2) ვეხმარებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რათა უკეთ დაიცვას მცირე ფერმერების ინტერესები: ჩვენ დავეხმარებით ფერმერთა ასოციაციას, რომ გააუმჯობესოს ორგანიზაციული სტრუქტურა, განავითაროს მდგრადი ბიზნეს მოდელი და აამაღლოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება.



3) ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, რათა დაიხვეწოს მცირე ფერმერებზე მიმართული სტრატეგია: ამ კომპონენტის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან და მივაწვდით განახლებად ინფორმაციას დაარსებული კოოპერატივების საქმიანობის შედეგებზე. ეს ხელს შეუწყობს სტრატეგიის დახვეწას, გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, და ხელს შეუწყობს მეტი კოოპერატივის შექმნას, რომელის არსებულ წარმატებულ მოდელს დაეყრდნობიან.



4) ვაკავშირებთ მცირე ფერმერთა გაერთიანებებს ინვესტორებთან, ვაუმჯობესებთ მათ წვდომას საბაზრო ინფორმაციასთან და წარმოება/გადამუშავების უახლეს მეთოდებთან: ჩვენ შევარჩევთ კოოპერატივების საუკეთესო ბიზნეს იდეებს, განვათავსებთ ჩვენს ვებ-საიტზე და გავუწევთ შუამავლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან. ამ პროქტისთვის, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მოიზიდავს 300 000 ევროს სოციალური ინვესტორებისა და ფილანტროპებისაგან. გარდა ამისა, შეიქმნება წარმოებასთან დაკავშირებული საბაზრო ფასების მონაცემთა სისტემა, რაც მცირე ფერმერებს ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს. დამატებით, მათ ექნებათ უკეთესი წვდომა ტექნიკური დახმარების მიმწოდებლების ქსელთან.



საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, მცირე ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, საქართველო.


ჩამოტვირთეთ ინფოგრაფიკა პროექტის მთავარი მიღწევების და შედეგების შესახებ:

ჩამოტვირთეთ პროექტის პუბლიკაციები:                                                          

ENPARD blog series (ENG)                                                                           

ENPARD blog series (GEO)                                                                           

                                                                                                                 

AGRindex publication series (ENG)                                                               

AGRindex publication series (GEO)                                                                

                                                                                                                  

Honey infographics-production, prices, trade (GEO)                                        

Peach Nectarine-production, prices, trade (GEO)                                             

Potato-production, prices, trade (GEO)                                                           

Tomato & Cucumber-production, prices, trade (GEO)                                       

Wheat-production, prices, trade (GEO)                                                           

                                                                                                                   

Annual cooperative survey results                                                                  

                                                                                                                   

The Georgian Trout Sector: A value chain analysis (ENG)                                 

The Georgian Trout Sector: A value chain analysis (GEO)

The Georgian Tea Sector: A value chain analysis (ENG)

The Georgian Tea Sector: A value chain analysis (GEO)


Strawberry Market research, Case study: cooperative Shamatia


Access to Finance for Agricultural Cooperatives


Tea Cooperatives' Round Table Discussion

Stakeholders' Forum on the Trout Sector

Stakeholders' Forum on the Tea sector


Strawberry infographics-production, prices, trade (GEO)

Nut inforgraphics-production, prices, trade (GEO)

Dairy infograpohics-production, prices, trade (GEO)


Agriculture and Rural Development in Western Georgia-A baseline Assessment

Agriculture and Rural Development in Georgia-Insights from four baseline studies (ENG)

Agriculture and Rural development in Georgia-Insights from four baseline studies (GEO)


CRP Baseline Survey Questionnaire (ENG-GEO)

CRP Baseline Survey Show Cards (ENG-GEO)

 

 


ჩამოტვირთეთ ტექნოლოგიური რუკები ქართულად:


რეჰანის მოყვანა

მეფუტკრეობა

კიტრის წარმოება

თივის წარმოება

თხილის წარმოების ტექნოლოგია

კალმახა სოკოს წარმოება

ბოცვრის ხორცის წარმოება

სათბურის ვარდი

მარწყვის წარმოება

ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაცია

პომიდვრის მოყვანის ტექნოლოგია

მთავარი ბიოტექნოლოგიური პროცესები მეკალმახეობაში

ვაზის მავნებელ დაავადებებისა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში

თავთავიანი პურეულის წარმოება დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ზონაში

მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების პრობლემები