”ალეგრობა” გურიაში
24/11/2016 0 ნახვა

2016 წლის 23 ნოემბერს ოზურგეთის 170 წლის იუბილე და სახალხო დღესასწაული ალეგრობა აღინიშნა.

ქალაქის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ოზურგეთის ცენტრში - ჭადრების ბაღში - სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აღნიშნულ გამოფენაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში" (CARE international in Caucasus) მიერ დაფინანსებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.

ღონისძიებას ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.