ქალთა უფლებები როულზის უმეცრების პირბადის მიდგომით ან რატომ ისურვებდა ვინმე ქალად ყოფნას სამხრეთ კავკასიაში
23/09/2013 1111 ნახვა

 

ავტორი  ლიზა ჟაჰანინა


ჯონ როულზი მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკური ფილოსოფოსია. ის ცნობილია სამართლის (justice) და სამართლიანობის (fairness) პრინციპების კონცეპტუალიზაციის გამო. ორივე პრინციპი სხვა მთავარ თავისუფლებებთან ერთად, ჰიპოთეტური ორიგინალური სიტუაციის წარმოდგენის შედეგად ჩამოყალიბდა, რომელიც ადამიანებს სქელი უმეცრების პირბადის ქვეშ ათავსებს: როცა  ადამიანებს თავისი პიროვნების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია, მათ არანაირი წარმოდგენა არ გააჩნიათ მათი სოციალური სტატუსის, ეთნიკურ წარმომავლობის, რელიგიურ რწმენის, სქესის, პოლიტიკურ გაერთიანებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როულზი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ მხარეებს არ ესმით ”კარგის” და მისი სპეციფიკური ფსიქოლოგიური დატვირთვის მნიშვნელობა.


როდესაც უმეცრების სქელი ფარდის ქვეშ იმყოფებიან, მონაწილეები, ალბათ ყველაზე კარგ მდგომარეობაში არიან, რომ აირჩიონ სამართლიანობის პრინციპი, რომელიც ყველაზე თანაბარ თავისუფლებებს  უზრუნველყოფს. ვინაიდან მონაწილეებმა არ იციან, არიან თუ არა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ისინი ვერ გაბედავენ ისეთი პრინციპების, მიღებას რომელიც რაიმე დოზით  უმცირესობების უფლებებს შეზღუდავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მონაწილეს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ პირბადის მოხსნის შემდეგ ისეთ მსოფლიოში  იცხოვროს, სადაც მისი უფლებები ხელყოფილი არ იქნება და მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რა გააჩნია, რას წარმოადგენს და  რა სოციალური სტატუსი, რელიგია, ეთნიკურობა და სხვა მახასიათებლები გააჩნია.


  არგუმენტისათვის, წარმოვიდგინოთ, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლიც ხელმძღვანელობითაც მოახდენენ   საზოგადოების მართვას. მათ მოიხსნეს პირბადე, და აღმოაჩნინეს, რომ მათგან 50 პროცენტს:


- ექნებათ შეზღუდული საკუთრების უფლება, მათ შორის მემკვიდრეობის უფლება და უფლება, რომ იყვნენ ინდივიდუალური მესაკუთრე ან თანამესაკუთრე;  


- უფრო მაღალი იქნება შანსი, რომ მათ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას აბორტს გაუკეთებენ ან ბავშვობაში მიატოვებენ  სხვა 50 პროცენტთან შედარებით;


- სავარაუდოდ, შეზღუდული ექნებათ გადაადგილებისა და ურთიერთობის უფლება მათი პარტნიორების მიერ;


- ალბათ ექნებათ მეორეხარისხოვანი როლი ოჯახში  (თუ საერთოდ ექნებათ რაიმე როლი);


- მოსალოდნელია, რომ განსჯიან გარეგნობის მიხედვით და არა მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებით;


- ნაკლებ მოსალოდნელია მათი პარლამენტის წევრად  ან კიდევ მნიშვნელოვანი ბიზნესისა და კორპორაციის მმართველად არჩევა;


- უფრო ხშირად გახდებიან ფიზიკური, მათ შორის სექსუალური, ძალადობის მსხვერპლი ვიდრე დანარჩენი 50 პროცენტი;


- უფრო ხშირ სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ შეურაცხოფას მიიღებენ ვიდრე დანარჩენი 50 პროცენტი;


- იმ შემთხვევაში თუ მიუდგომელ ადგილებში იცხოვრებენ,  ნაკლები დასაქმების პერსპექტივა ექნებათ და ხელი შეეშლებათ, რომ ჰქონდეთ სტაბილური სამსახური;


- ხშირად მოეპყრობიან, როგორც ნაკლები ღირებულების ნივთს, რომელსაც საზოგადოებისათვის მცირე ფასი აქვს და მიდრეკილება გააჩნია ემოციური არასტაბილურობისაკენ (რაც ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებაა, რადგანაც ნივთებს გრძნობები არ გააჩნიათ).


მონაწილეები ალბათ მალე მიხვდებიან, რომ პირბადის ტარებისას რაღაც ცუდი მოხდა. არავის  ენდომება უმეცრების  პირბადის მოხსნა და იმის აღმოჩენა რომ ის იმ 50 პროცენტს მიეკუთვნება, რომელთა უფლებებიც ასე შეზღუდულია. ეს გამოიწვევს იმას, რომ ისინი ამ სავარჯიშოს განმეორებას შეეცდებიან,  რათა  მათვის სასურველ შედეგს მიაღწიონ .


გულსწრფელად რომ ვთქვათ, უმეცრების პირბადის ქვეშ მყოფი მონაწილეების განთავსება არასოდეს გამოიწვევს ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდვებს. მონაწილე, რომელმაც არ იცის პირბადის მოხსნის შემდგომ თუ რომელი საზოგადოების წევრი იქნება, ხმას მისცემს უფრო მეტ (ვიდრე ნაკლებ) თავისუფლებებსა და თანასწორობას, რათა  მცირედი შესაძლებობაც  არ არსებობდეს, რომ მოგვიანებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.


ნათელია, რომ ის 50 პროცენტი, რომელზეც მე ვსაუბრობ ქალები არიან და ჩამოთვლილი შეზღუდვებიც სამხრეთ კავკასიის საზოგადოებაში მათ სტატუს ეხება. ზოგიერთი ქალი სხვებთან შედარებით უკეთესს მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა  შეზღუდვების ნუსხა,  რა თქმა უნდა , შესაძლებელია უსასრულობამდე გაგრძელდეს.


საღ აზროვნებაზე მყოფ არც ერთ პიროვნებას არ ენდომება უმეცრების პირბადის მოხსნა და მისი თავის ქალად აღმოჩენა. აუცილებელია, რომ გავიმეოროთ ეს სავარჯიშო.