ჟენევაში მიიღეს კონვენცია სამუშაო ადგილას ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ
26/06/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ქეა საერთაშორისოს მიერ წამოწყებული გლობალური კამპანიის #March4Women დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ქეა მიესალმება მთავრობების, დასაქმებულებისა და მუშაკების მონაწილეობით,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციის მიღებას, რომელიც ეხება  სამუშაო ადგილას ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრას.

 

შეთანხმება შედგა ჟენევაში, 2019 წლის შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 187 წევრი ქვეყანა. კონვენცია არის პირველი გლობალური ხელშეკრულება სამუშაო ადგილებზე ძალადობისა და შევიწროების შესახებ, რომელიც პროფკავშირების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების, მათ შორის ქეას მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული კამპანიების შედეგია.

 „ეს კონვენცია გულისხმობს, რომ ახლა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი, რათა დავიცვათ ქალები სამსახურში შევიწროებისა და შეურაცხყოფისგან. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა მომავალში იგეგმება ამ სტანდარტის მოქმედებაში მოყვანა  ქალებისთვის, ყველგან".

 

CARE გაეცნო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის ტექსტს, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ ძალადობასა და შევიწროებას და ხაზს უსვამს ინკლუზიურ, ინტეგრირებულ და გენდერულ მიდგომას ძალადობისა და შევიწროების დასრულებისთვის.

 

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიღებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია განახორციელოს ახალი სახელმძღვანელი პრინციპები სამუშაო ადგილებზე ძალადობისა და შევიწროების შესახებ. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ქალებისთვის სამართლიანი და თანაბარი სამუშაო პირობების შესაქმნელად, რასაც აქტიურად უჭერს მხარს ქეა საერთაშორისო კავკასიაში.