კოოპერატივი ”სამეგობრო 2014”
22/06/2015 649 ნახვა

 

ENPARD კოოპერატივის თავმჯდომარეს, ოთარ გიორგაძეს ესაუბრა:

 

 

ბატონო ოთარ, როგორ მიხვედით კოოპერატივის შექმნის იდეამდე?

 

„ENPARD-ის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია კოოპერატივის შესახებ და ძალიან მოგვეწონა იდეა. მანამდე  ჩვენ მეგობრულად, მეზობლურად ვთანამშრომლობდით მაგრამ ENPARD-ის მეშვეობით მივიღეთ კოოპერატივის სახე.

 

თავდაპირველად პრობლემა ის იყო, რომ გაფართოების შესაძლებლობა არ გვქონდა. ჩვენი საქმიანობა  მნიშვნელოვანი იყო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებდით და იყო დიდი მოთხოვნა.ENPARD-ი დაგვეხმარა კომუნიკაციის ნაწილში ორმხრივად ჩვენი ინფორმირებულობა გაიზარდა და ასევე ENPARD-ის მეშვეობით ბევრმა შეიტყო ჩვენს შესახებ.“

 

როდესაც  თქვენი საქმიანობის წარმატებაზე საურბობთ, პირველად რას იხსენებთ?

 

აუცილებლად იმას, რომ  ჩვენი პროდუქცია გაორმაგდა, და სულ მალე გასამმაგდება კიდეც. ENPARD- ი რომ არა, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

 

აწყდებით თუ არა პრობლემას თევზის რეალიზაციის დროს?  

 

რეალიზაციის პრობლემა ამ ეტაპზე იმდენად არ დგას, რადგან ხარისხი მაღალია და საშიშროება იმისა, რომ მყიდველები არ გვეყოლება, არ არის.

 

რადგანაც ENPARD-ის მხარდაჭერა გვაქვს, ჩვენდამი ნდობა უფრო დიდია, ხვდებიან, რომ ნამდვილად ჯანსაღ პროდუქტს ვაწარმოებთ. პროგრამის სპეციალისტები გვეხმარებიან და ჩვენ ვხვდებით სტაბილური მიმწოდებლები.

 

რა არის აუცილებელი თქვენს საქმიანობაში?  

 

ყველაფერი წყაროს წყალზეა დაფუძნებული. ჩვენი წყალი არასდროს არ იმღვრევა, არის სუფთა, კამკამა. ეკოლოგიურად ძალზედ სუფთა პროდუქტს ვიღებთ შესაბამისად. კოოპერატივის წარმატებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და შესაბამისად ქართველ ფერმერებსაც ვურჩევ, რომ აწარმოონ ჯანსაღი პროდუქტი და გამოიყენონ ის სარგებელი, რომელიც კოოპერატივის შექმნას მოაქვს.

 

ახლა ვწერთ ბიზნეს პროექტს, კოტეჯების გაკეთება გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე რომ გავხსნათ ტურისტული ზონა. ერთი-ორი კოტეჯი უკვე დავდგი და მინდა გაფართოება. ეს გათვლილი იქნება უცხოელ ტურისტებზე. შარშანწინ ბულგარეთიდან მყავდა ტურისტები, მინდა სოფლის ტურიზმი განვავითარო.