ტრუსილვანია - ელენე ბერიძის ისტორია
13/03/2024 0 ნახვა

გაიცანით 29 წლის ელენე ბერიძე, გარდაბნის რაიონის სოფელი გამარაჯვებადან. ელენე ბავშობიდან აქტიური ადამიანია, ყოველთვის განსხვავებული იდეებითა და ინიციატივებით გამოირჩეოდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურადაც ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპს ავითარებდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ მისი საერთაშორისო კარიერის აწყობას ხელი შეუშალა, 

შესაძლოა ბევრ ადამიანს ამ დაბრკოლების გამო ხელი ჩაექნია, თუმცა ელენეს ეს თვისება არ ახასიათებს. მან ახალ ბიზნეს იდეის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.   

იდეა სპონტანურად გაუჩნდა. მეგობრისთვის განსხვავებული საჩუქრის ჩუქების მიზნით ინტერნეტში ბევრი ვარიანტი მოიძია, თუმცა ფერადი, უნაკერო საცვლები განსახვევაბული წაწერითა და დიზაინით ვერსად მონახა. სწორად მაშინ გაიაზრა, რომ არსებული ნიშა თავად უნდა დაეკავებინა.  

2020 წელს ერთ წლიანი კვლევის პროცესი დაიწყო. ინფორმაცია შეაგროვა საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებზე, ფერადი ესკიზებისა და დიზაინის მატერიაზე გადატანისა და უნაკერო საცვლების დამზადების გამოცდილებებზე. ამის შემდეგ, 1200 ლარიანი დანაზოგითა და მეგობრების მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე ბრენდი “ტრუსილვანია” გამოჩნდა.  

სახელი “ტრუსილვანია” ზუსტად ასახავს ელენეს ჩანაფიქრს, ის არის დასამახსოვრებელი, ფერადი, საცვლების ელემენტის შემცველიც, მხიარულიც და უბრალოდ განსხვავებული.

დაფუძნების  შემდეგ ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მომდევნო წლის მანძილზე “ტრუსილვანიამ” ხუთი სამკერვალო შეიცვალა, რადგან შესაბამის ხარისხს ვერცერთი მათგანი სთავაზობდა, ვერც თბილისში და ვერც რეგიონებში. ელენე არც ამ დაბრკოლებამ შეაფერხა, ამჯერად საკუთარი სამკერვალოს საკუთარ სოფელშივე გახსნა დაისახა მიზნად, ამისათვის კი სხვა მასშტაბების ფინანსური რესურსის მოძიება გახდა საჭირო. 

2022 წელს ელენე ბერიძემ “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას” (CDI-7საგრანტოკონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. CDI-ს გრანტმა „ტრუსილვანიისთვის“ ტრამპლინის როლი შეასრულა, პროექტის დაფინანსების წყალობით ელენემ მოიძია ფართი, მოაწესრიგა, აღჭურვა თანამედროვე საკერავი მანქანებით, საწარმოო უთოთი, დაიქირავა ნიჭიერი მკერავი და ზუსტად ისეთი პროდუქციის წარმოება დაიწყო, რომელზეც ბოლო ორი წლის მანძილზე დღედაღამ ფიქრობდა.    

დღეს “ტრუსილვანია” ინოვაციური ქართული საცვლების საწარმოა, რომელიც განსხვავებულ და უნიკალურდიზაინს სთავაზობს მომხმარებელს. “ტრუსილვანიას” საცვლებს, სპორტულ ბიუსტჰალტერებს, საცურაო კოსტუმებს, ხალათებსა და შარფებს ფერადი და სხვადასხვა თემატიკის ილუსტრაციები ამშვენბს. მომხმარებლისთვის “ტრუსილვანიას” სამოსი საუკეთესო სასაჩუქრე შესაძლებლობაა, შეძენის პროცედურა კი მარტივია, ვინაიდან კომპანია ყველა წამყვან ონლაინ პლატფორმაზეა წარმოდგენილი (Facebook, Instagram, E-Commerce, Veli.ge, Extra.ge). https://www.facebook.com/Trusilvania?locale=ka_GE

წარმოების პროცესის თითოეულ ეტაპზე თავად ელენე ზრუნავს. კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, საცვლების დიზაინის მოძიება, გრაფიკული დამუშავებამარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა-განხორციელება, ფინანსების მართვა თუ პროდუქციის მისაწოდებლად საკურიერო კომპანიასთან ურთიერთობა, ყველაფერზე თავად ზრუნვს, თანაც იმდენად, რომ პროდუქციაზე მოთხოვნაყოველდღიურად იზრდება. ელენე დამატებით ორი ადგილობრივი მკერავის დაქირავებას გეგმვს, რაც მოთხოვნა-მიწოდების პროცესს დაარეგულირებს. მომავალში კი „ტრუსილვანია“ მამაკასცისა და ბავშვის ხაზის დამატებასაც აპირებს.  

“მომხმარებელს ხშირად უნდა შესთავაზო სიახლე, საინტერესო დარჩე, სხვაგვარად ბიზნესი წარმატებული ვერ იქნება”- ამბობს ელენე ბერიძე.  

დაარსებიდან დღემდე „ტრუსილვანიას“ შემოსავალი 20%-ით გაიზარდა, თუმცა მოგებიდან ხელფასი ელენეს ჯერ არ აუღია, ის თვლის, რომ ბიზნესის წარმატებისთვის პროდუქციის გამრავალფეროვნებაა საჭირო, ამისთვის კი რეინვესტირება აუცილებელია.  

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა  და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“.