ქეას ქალ მეწარმეთა კლუბების ტური სამშვილდის ნაკრძალში
05/03/2024 0 ნახვა

ბოლოს როდის გაისეირნეთ ბუნებაში? როდის გათავისუფლდით თქვენი ყოველდღიური რუტინისგან და გააკეთეთ ისეთი რამ, რამაც ნამდვილი სიხარული და ბედნიერება მოგანიჭათ? ბევრისთვის ასეთი აქტივობები იშვიათი ფუფუნებაა, რომელიც ადვილად იჩრდილება სამსახურის, სახლისა და ოჯახის მოთხოვნილებებით.  

2 მარტს სამღერეთის, ასურეთის და შაუმიანის ქალ მეწარმეთა კლუბის წევრებმა  გადაწყვიტეს გაზაფხულის პირველი დღეები აღენიშნათ ბუნებაში ლაშქრობით, მეუღლეებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. მათმა მოგზაურობამ სამშვილდის ნაკრძალის მომხიბვლელ პეიზაჟებსა და ბუნებაში წარმოაჩინა საოცრებათა სამყარო. გამორჩეული იყო ხრამის კანიონის წყნარ სილამაზეში მოქცეული ორბის ბუდე სადაც თავდადებული მამრი ორბი მზრუნველად თავს დასტრიალებდა კვერცხებზე დამჯდარ მდედრს. 

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი ბუდეში ჩამჯდარი ორბის დანახვა ასეთი ემოციური თუ იქნებოდა!“- სამღერეთის ქალ მეწარმეთა კლუბის წევრი.

ბუნების ფონზე, ქალ მეწარმეთა კლუბის წევრებს შორის საუბარმა გადაინაცვლა აქტუალურ საკითხზე: ბუნების კონსერვაციაზე. "Nature Conservation Georgia"-ს (NCG) წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, წევრები ჩაერთნენ დისკუსიებში ბუნების დაცვის კრიტიკული როლის შესახებ დედამიწის ეკოსისტემის წონასწორობის დაცვაში. ეს ლაშქრობა კლუბის წევრებისთვის იმაზე ბევრად მეტს წარმოადგენდა ვიდრე უბრალოდ მშვიდი გასეირნება ტყეში; ეს ლაშქრობა გახდა საკუთარი თავის აღმოჩენისა და ადამიანური ურთიერთობებს განმამტკიცებელი მოგზაურობა. წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბუნებრივ სამყაროში ჩაძირვა არა მხოლოდ ხელს უწყობს ღრმა კავშირებს ერთმანეთთან, არამედ ემსახურება როგორც ძალიან საჭირო შესვენებას ყოველდღიური ცხოვრების სიმძიმისგან. „საუკეთესო განტვირთვა გამოგვივიდა, ხშირად უნდა გამოვექცეთ და რუტინას უნდა წავართვათ ბედნიერებისთვის წუთები”, - აღნიშნა ერთმა წევრმა რითაც ასახა არამარტო ტავისი არამედ კლუბის წევრების ერთობლივი სენტიმენტები. 

ასე და ამგვარად მოიყვანეს გაზაფხული ქეას ქალ მეწარმეთა კლუბის წევრებმა.