ქალები ჯანსაღი მომავლისთვის
20/11/2017 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ინიციატივა „ქალები ჯანსაღი მომავლისთვის", რომელიც საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციას ეკუთვნის, ქეამ შეარჩია გამარჯვებულ პროექტებს შორის საგრანტო სქემაში, პროექტისთვის "სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება" ლაგოდეხში, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივა  მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, მის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ეფექტებზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 15 თემში და 67 სოფელში.

ადრეული ქორწინება ლაგოდეხში საკმაოდ ხშირია და ბევრ პრობლემას ქმნის,  განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. მძიმე ეკონომიკური პირობების და ინფორმაციის ნაკლებობის, ასევე ტრადიციული ნორმების გამო გოგონები ნაადრევად ქორწინდებიან, წყვეტენ განათლების მიღებას, ხშირად მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და რჩებიან დასაქმების შესაძლებლობების გარეშე. 18 წლამდე ასაკის გოგონები მონაწილეობდნენ ტრეინინგებში ადრეული ქორწინების შესახებ, გაეცნენ მათ უფლებებს და ქართულ კანონმდებლობას, ასევე იმას, თუ როგორ შეუძლიათ დახმარების მიღება, მათ ასევე მიიღეს უფასო კონსულტაცია ექიმ რეპროდუქტოლოგისგან.


მარიამი და ანა, ორი გოგონა ლაგოდეხიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში "ქალები ჯანსაღი მომავლისთვის" თავიანთ აზრს გვიზიარებენ ადრეული ქორწინების საკითხთან დაკავშირებით:

მარიამი ლაგოდეხიდან მარიამი, 13 წლის: ადრეული ქორწინების თემაზე ადრე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ტრეინინგების შემდეგ საკუთარი თავი სხვა გოგონების   ადგილზე  წარმოვიდგინე და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ძნელია, როდესაც  მინდა სწავლა და გათხოვებას მაიძულებენ, მით უმეტეს თუ   არასრულწლოვანი ვარ,  და ძალიან მეტკინება, თუ არავინ დამეხმარება. მივხვდი, რომ ასეთ დროს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ

 ...ჩემი აზრით მატრიარქატის ეპოქაში შევდივართ. ხომ იცით ინის და იანის სიმბოლო, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ახლა უფრო მეტად იცნობს ქალის  ბნელ მხარეს.

 შესაძლოა ქალებს არ შეეძლოთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება, მაგრამ გონებრივად ისეთივე ვართ როგორიც მამაკაცები. თუნდაც ავიღოთ მითების   და ლეგენდების პერსონაჟი ქალები აქტიურები და მამაცები არიან. შესაძლოა ეს მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთად აღებული ერთ დიდ რეალობას   გვაძლევს და  გვარწმუნებს, რომ აქვთ ქალებს რაღაც ისეთი, რასაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია.

 

პროექტის შემდეგ გავიგე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცის შეცვლა უნდათ და ცდილობენ.  მე ვისწავლე, გავიგე და ვიცი, რომ სხვებმაც გაიგეს...  და როცა ცდილობ, აუცილებლად გამოვა. უბრალოდ მეტი დრო სჭირდება და მხარდაჭერა...

 

 

ანა ლაგოდეხიდან ანა, 15 წლის: გამიმართლა, რომ ჩემ მშობლებს თანამედროვე შეხედულებები აქვთ ჩემს მომავალზე, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს ჩემს თემში.   ზოგიერთ გოგონას თავისუფლება არ აქვს ოჯახში. მათ აიძულებენ, რომ ადრე გათხოვდნენ და სწავლას თავი გაანებონ. ზოგიერთი მასწავლებელიც   ამბობს, რომ გოგონას, რომელიც ნაადრევად გათხოვდა, სწავლის გაგრძელების ნებას არ მისცემენ, რადგან შესაძლოა სხვებს ცუდი მაგალითი მისცენ.   მე ვფიქრობ, ყველას აქვს სწავლის უფლება და ეს არ ნიშნავს, რომ გოგონა სახლში უნდა გამოკეტონ.

ტრეინინგების დროს ბევრი რამ ვისწავლე. გარდა იმისა, რომ მორალურად არასწორია, ნაადრევი ქორწინება ზიანს აყენებს გოგონას ჯანმრთელობას.   გადავწყვიტე მე თვითონ გამევრცელებინა იფნორმაცია იმაზე, რაც ვისწავლე. ხუთ ბავშვთან ერთად ჩემს კლასში ტრენინგი ჩავატარე და ვფიქრობ   ჩვენ   სკოლაში მაინც შევთანხმდით , რა არის სწორი და არასწორი.

 

ბევრი ცოდნა მივიღე და უფრო მეტად შემიძლია თავის დაცვა. უფროსი თაობა შესაძლოა სხვანირად ფიქრობდეს, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, რომ მე ან ჩემს მეგობრებს რაიმე გვაიძულოს. ახლა უფრო ძლიერი ვარ.