ENPARD II სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში
27/06/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

                  

 

დონორი: ევროკომისია;                                                                        

 

ხანგრძლივობა: ნოემბერი 2017-ოქტომბერი 2019

 

სფეროები: სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი

 

გეოგრაფიული არეალი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

სამოქმედო ჯგუფი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

 

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს: "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში (RDP) ", რომელიც არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის (მეორე ფაზა) "ENPARD სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში" გაგრძელება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი საზოგადოებაზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს  სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

პროექტი "სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში" ქეას მიერ 2015 წლიდან ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სოფლის განვითარებისთვის თანამონაწილეობითი და თანამშრომლობითი მოდელის შექმნით, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ გამოცდილებას, პროექტი ხელს უწყობს სოფლად არასაფერმერო წარმოების გაფართოვებას ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზაციას, რათა გაიზარდოს სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობები.

პროექტი პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებით და  ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით, გარემოს და გენდერის საკითხების გათვალისწინებით. ეს ემსახურება ინოვაციური სოფლის მეურნეობისა და სხვა ინიციატივების განხორციელების წახალისებას."სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" არის ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილი. პროგრამის მიზანია დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში.

 
LEADER მოდელი

პროექტი ეფუძნება ევროპულ "ლიდერ" (LEADER) მოდელს.  LEADER - სოფლის განვითარების სფეროში ევროკავშირის ახალი მიდგომაა, რომელიც ითვალისწინებს სოფლად თემების მობილიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას. LEADER მიდგომის განხორციელება სოფლის თემებში თავდაპირველად 1991 წელს დაიწყო. LEADER არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ქმედებათა კავშირი სოფლის ეკონომიკისა და განვითარებისთვის, და გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას თავიანთი ტერიტორიული არეალის განვითარებაში.LEADER მიდგომის მიზანია სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გადაჭრის გზით. იგი ითვალისწინებს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ ფორმებს. LEADER მიდგომის ფარგლებში ხორციელდება ასევე ადგილობრივი რესურსის მობილიზება და მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა კულტურული ღონისძიებები, გარემოს გაუმჯობესება, სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფლის ტურიზმი და სხვა.


ლაგოდეხის გამოცდილება-ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

ადგილობრივი განვითარება და რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივი საჭიროებების მკაფიო ხედვაზე და შემდგომი განვითარების ზომების შეფასებაზე. ამ თვალსაზრისით, სათემო მობილიზაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე აქტიური დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგნელებთან სასარგებლოა ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის (ENPARD) მთავარი მიზნების მისაღწევად.

გამოვლინდა ადგილობრივი საჭიროებები და ძირითადი გამოწვევები ადგილზე და გაიმართა ვორქშოპები ადგილობრივი მცხოვრებლების მონაწილეობით. შეიქმნა ადგილობრივი განვითარების  ჯგუფი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია LEADER მიდგომის არსის შესახებ.ადგილობრივ განვითარების ჯგუფებში მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, როგორიცაა: სამოქალაქო სექტორი, ბიზნესის სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება, ფერმერები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მასში ჩართვა და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც იზიარებს ჯგუფის ფასეულობებს და სურს წვლილი შეიტანოს განვითარების პროცესში.

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შედგება 100 წევრისაგან, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ორგანოებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას. იგი მუშაობს ასოციაციის მსგავსი პრინციპით, რომელსაც მართავს გენერალური ასამბლეა, და დემოკრატიულად არჩეული დირექტორთა საბჭო; ჯგუფის მარეგულირებელი ბაზა განსაზღვრულია მისი წესდებით. CARE-მა ხელი შეუწყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნაში, რომელიც ემყარება კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და აერთიანებს ადგილობრივ მხარეებს, ადგილობრივ მოთხოვნებს და ტერიტორიულ რესურსს, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ტერიტორიული ერთეულის კონკურენტული უპირატესობების ქმედითი გამოყენება.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი არის ფიზიკურ პირთა, იურიდიული პირების და სახელმწიფო ორგანიზაციების, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და დემოკრატიული ასოციაცია, რომელიც ახდენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თემების მობილიზაციას, და თანამშრომლობისა და პოტენციალის გაძლიერების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებას. ასოციაცია გამიჯნულია ნებისმიერი პოლიტიკური მიზნებისაგან და არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საქმიანობს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
- თანასწორობა სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის;
- თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა წევრებს შორის, რასის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური კუთვნილების, ან პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად


ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად მათთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების პროცესი მოიცავდა საჯარო ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას, რომლებიც მოწყობილი იქნა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ყველა ეტაპზე PRD პროექტის გუნდი აქტიურად თანამშრომლობდა ლაგოდეხის LAG-ის გენერალურ ასამბლეასა და დირექტორთა საბჭოსთან. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად გამოყენებული მიდგომა შემდეგ ოთხ ძირითად ფაზას მოიცავს:

ფაზა 1:შედეგები-არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სოფლებში (მონაცემების შეგროვება)

ფაზა 2:შედეგები-ადგილობრივი საჭიროებების (პრობლემების 52 პუნქტიანი ჩამონათვალი) შესახებ ინფორმაციის კლასიფიცირება

ფაზა 3:შედეგები-4 ამოცანისა & 12 სტრატეგიული მიმართულების დადგენა. 

ფაზა 4:შედეგები-საბოლოო პრიორიტეტების გამოვლენა.