ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ახალგაზრდულმა ნაწილმა ყაზბეგსა და ბორჯომში შეხვედრები გამართა
08/09/2017 0 ნახვა

 

 

 

 

22 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის(LAG) ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, საქმიანი შეხვედრებით ყაზბეგსა და ბორჯომს სტუმრობდნენ, სადაც ისინი ყაზბეგისა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი LAG-ების საქმიანობის და მიღწევების ერთმანეთისთვის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

 

   

 

დისკუსიის ძირითადი თემა გარემოსდაცვითი საკითხები გახლდათ. ლაგოდეხის LAG-ის ახალგაზრდები, ყაზბეგისა და ბორჯომის ახალგაზრდებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რომლებშიც სამივე რაიონის ახალგაზრდები ჩაერთვებიან. მომავალ ინიციატივებს შორის შორის იქნება ეკო ბანაკი, კონფერენცია გარემოს დაცვის საკითხებზე, ერთობლივი ექსკურსიები, სხვადასხვა კულტურული და საგანამანთლებლო ღონისძიებები. პროექტები ხელს შეუწყობს სამი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის კავშირს, მათ შორის თანამშრომლობის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

 

LAG-ების ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება არაფორმალურ გარემოშიც გაუზიარეს და აქტიურად განიხილეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მათ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

 

   

 

ამასთან, ლაგოდეხის LAG-ის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ბორჯომში ჩატარებული შეხვედრისას სოლიდარობა გამოუცხადეს ბორჯომის LAG-ის წევრებს ბორჯომში განვითარებული ეკოლოგიური პრობლემის-ბორჯომის ტყეში მომხდარი ხანძრის გამო, და მზადყოფნა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ მოხალისეობრივ საქმიანობაში ტყის საფარის აღსადგენად. აქვე გამოითქვა იდეა, ჩამოყალიბდეს საერთო კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც კრიზისს დროს შესაბამის ორგანოებთან ერთად მოხალისეობრივად ჩაერთვება კრიტიკული სიტუაციების მართვაში.

 

შეხვედრების შემდეგ ლაგოდეხის LAG-მა ყაზბეგისა და ბორჯომის LAG-ებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის შემდეგაც, ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ყაზბეგსა და ბორჯომში დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა.